არა ტოქსიკომანიას

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიზაციის საკითხი, ყოველთვის იყო სკოლის ეკოკლუბთა (და არამარტო ეკოკლუბთა) საზრუნავი. სწორედ ამ თემას მიეძღვნა ფილოლოგიისა და საბუნებისმეტყველო კათედრების ერთობლივი პროექტ-გაკვეთილი (საგნის პედაგოგები: ეთერ გოგოლაძე და ირმა ხითარიშვილი) სათაურით: ,,ვუთხრათ არა ტოქსიკომანიას !" (ნ.შატაიძე ,,მოგზაურობა აფრიკაში ") მიხედვით გაკვეთილზე განხილული იყო ტოქსიკომანიის მავნე ზემოქმედების შედეგები და მავნე ნივთიერებებისგან თავდაცვის საკითხები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ამ საზოგადო პრობლემასთან დაკავშირებით.
აღნიშნული პროექტ-გაკვეთილის მიზანი იყო: ტოქსიკომანიის პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტუალიზაცია.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий